ნინო ჩეკურიშვილი
სსიპ ნავაზის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი
Monday, December 14, 2015
Saturday, December 12, 2015
მერვე დღის რეფლექსია
თავდაპირველად ინტელის პროექტის ჩატარების შესახებ რომ შევიტყვე, ვყოყმანობდი გამევლო თუ არა, მეგონა საინტერესოს და უცხოს ვერაფერს შევიტყობდი, მაგრამ ვცდებოდი, ძალიან საინერესო და დიდი ინფორმაციის მომცემი ტრენინგი იყო, გული მწყდება კიდეც, რომ დასასრულს მიუახლოვდა.
მერვე დღეს ვისწავლეთ ფასილიტაციის კითხვარის შედგენა ,ბლოგის დიზაინის შეცვლა , ლინკების და ღილაკების დამატება.
Tuesday, December 8, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
საინტერესოდ გაიარა მეშვიდე დღის ოთხმა დატვირთულმა საათმა. ბლოგზე ავტვირთეთ როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის პრეზენტაციები,შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები,შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
Sunday, December 6, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღემაც განვლო,დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა,ავტვირთეთ საკუთარი პორტფოლიო google - ს დრაივში,საპრეზენტაციო პროგრამა powerpoint -ში გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია.
Saturday, December 5, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღემ ვფიქრობ ჩაიარა საინტერესოდ, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ტრენინგის თითოეული დღე წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია. წინ კიდევ ბევრი ასეთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი.
Subscribe to:
Posts (Atom)