Monday, December 14, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია


   დასრულდა ინტელის ტრენინგის მეცხრე დღეც, საინტერესო და მრავლის მომცველი, გავალამაზეთ, ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე. მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. მადლობა ქალბატონ მაიას იმ გარჯისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის რომელიც ჩვენი  ყოველი შეხვედრის დროს იგრძნობოდა.

   

Saturday, December 12, 2015

მერვე დღის რეფლექსია

    თავდაპირველად ინტელის პროექტის ჩატარების შესახებ რომ შევიტყვე, ვყოყმანობდი გამევლო თუ არა, მეგონა საინტერესოს და უცხოს ვერაფერს შევიტყობდი, მაგრამ ვცდებოდი, ძალიან საინერესო და დიდი ინფორმაციის მომცემი ტრენინგი იყო, გული მწყდება კიდეც, რომ დასასრულს მიუახლოვდა.   

    მერვე დღეს ვისწავლეთ  ფასილიტაციის კითხვარის შედგენა ,ბლოგის დიზაინის  შეცვლა , ლინკების და ღილაკების დამატება.

  


Tuesday, December 8, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

  საინტერესოდ გაიარა მეშვიდე დღის ოთხმა დატვირთულმა საათმა. ბლოგზე ავტვირთეთ როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის პრეზენტაციები,შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები,შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, December 6, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

      მეექვსე დღემაც განვლო,დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა,ავტვირთეთ საკუთარი პორტფოლიო google - ს დრაივში,საპრეზენტაციო პროგრამა powerpoint -ში გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია.
   

Saturday, December 5, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

    ტრენინგის  მეხუთე  დღემ ვფიქრობ  ჩაიარა   საინტერესოდ, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაცია.                                 ტრენინგის თითოეული დღე წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია. წინ კიდევ ბევრი ასეთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი.



  

Sunday, November 29, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

   მეოთხე  დღემ  მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტის მუშაობა იყო შეფერხებული ჩაიარა საინტერესოდ. ნაწილობრივ გავაკეთეთ  პროექტის ბუკლეტი.ბლოგზე ავტვირთეთ საკვანძო სიტყვები, გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის პროექტის სათაურისა და კითხვების შესახებ მივუთითეთ, მოვუწონეთ. 

გატაცება თუ დამოკიდებულება

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა:

Ø რას აკეთებენ თქვენი მეგობრები  იმისთვის რომ დაისვენონ, ხასიათზე მოვიდნენ თავისუფალ დროს.

თემატური კითხვები:

Ø რის მიმართ შეიძლება გახდეს ადამიანები დამოკიდებული?

Ø რა  და რა სახის გატაცება  შეიძლება იყოს?

Ø გატაცება და დამოკიდებულებას შორის რა განსხვავებაა?

შინაარსობრივი კითხვა:

Ø რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ადამიანი თუ გატაცება დამოკიდებულებაში  გადაეზრდება?

Ø როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომ  სწორად წამართოს თავის  გატაცება და არ გადაიზარდოს დამოკიდებული?